воскресенье, 18 июля 2010 г.

ბუნება ჩვენი სახლია, გაუფრთხილდეთ მას

პროექტის სახელი: „ბუნება ჩვენი სახლია, გაუფრთხილდეთ მას.

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ბუნების გაბინძურების მიზეზებს და ეძებენ მის დაცვის გზებს.

პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ორ ჯგუფად.პირველი ჯგუფი მუშაობს და იკვლევს გარემოს გაბინძურების მიზეზებს. გადიან ბუნებაში, ტყეში,ნაგავსაყრელებზე, აგროვებენ ინფორმაციას წიგნებიდან, ესაუბრებიან უფროსი ასაკის ადამიანებს, ფოტო აპარატებით აფიქსირებენ მათთვის საინტერესო კადრებს.

მეორე ჯგუფი ეძებს ბუნების დაცვის სხვადასხვა გზებს. აკეთებენ სხვადასხვა გამაფრთხილებელ პლაკატებს, განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც უამრავი ექსკურსიები ეწყობა და მოსწავლეები მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ტოვებენ უამრავ პოლიეთილინის პარკებს, საჭმლის ნარჩენებს, დამტვრეულ ტოტებს, (მაგ. საგურამოს გზაზე , ბოტანიკურ ბაღში და ა. შ.).

მოსწავლეთა ასაკი: 13 VII- კლასი.

ხანგრძლივობა: 6 კვირა.

აქტივობები: ინფორმაციის მოძიება, ნახატებისა და პლაკატების შედგენა, ფოტომასალის შეგროვება, ლიტერატურის გამოყენება, ინტერვიუ უფროსებთან, დისკუსიები .

კავშირი საგნებთან: ხატვა , ბუნება,ხელოვნება.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ალბომებისა და ჩანახატების გაკეთებას. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიებისა და წიგნზე მუშაობის უნარ-ჩვევები. უფრო კარგად ისწავლიან ჯგუფში მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, სხვისი აზრის პატივისცემას. გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას . საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. (დაგეგმილია პრეზენტაციის დროს დიდ აუდიტორიაში პარალელურად მოხდეს მონიტორით ჩვენება.

რესურსი: ადამიანური: მოსწავლეები, მასწავლებელი, უფროსი ასაკის ადამიანები.

მატერიალური: წიგნი, ფორმატი, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, ფოტო აპარატი, მიკრო ავტობუსი, ვიდეო აპარატი, კომპიუტერი.

სარგებელი სხვებისათვის: მაქსიმალურად გაუფრთხილდებიან გარემოს,ისწავლიან ილუსტრაციებით კედლის გაზეთის გაფორმებას.

სამუშაო ენა : ქართული

პროექტის ფასილიტატორი: ციური კვანჭიანი.

ფასილიტატორის ელ ფოსტა:latali120@gmail.com